თამაშგარე

13:32 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსმა ლამაზმანმა მბაპე “გაალაყა“

ევროპაში სახელგავარდნილი რუსი მოდელი ვიქტორია ბონია უკვე 42 წლის მოიყარა და თავის ცხოვრების მანძილზე იმდენი თვალებრიალა ოყლაყი უნახავს, მისი თანამემამულე ეკატერინე დედოფალიც კი ხელს სიამაყით ჩამოართმევდა. თუმცა, მის მიერ “გალაყებულ“ მამრთა შორის ვიქტორია ერთ-ერთს მაინც განსაკუთრებულად იხსენებს.

როგორც ვიქტორია ბონია ამბობს, მას დიდი მტლაშა-მტლუში ჰქონდა გაჩაღებული აწ უკვე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფრანგ მობურთლთან კილიან მბაპესთან მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი ჯერ მხოლოდ 17 წლის იყო. ბონიას თქმით, მან უბრალოდ არ იცოდა კილიანის ასაკის შესახებ, თორემ პედოფიალიაში ბრალდების საფრთხის გამო ამას ნამდვილად არ იზამდა.

ბევრისთვის უცნობ რუსეთის ქალაქ კრასნოკამენსკში შობილი და ევროპაში დაფრთიანებული ვიქტორია კი ამბობს, რომ მბაპეს ასაკი რომ მცოდნოდა, არ მივეკარებოდიო, მაგრამ მისი გაქანების და მონაცემების მქონე ქალისგან (წარსულზე რომ არაფერი ვთქვათ) ეს სიტყვები ცოტა არ იყოს უცნაურად და სასაცილოდაც კი მოსჩანს.

0.15425