ფეხბურთი

0:51 | 5.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„იუვენტუსის“ ფეხბურთელ როდრიგო ბენტანკურს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩატარებული ტესტირების შედეგად ურუგვაელ ნახევარმცველს დადებითი პასუხი აღმოაჩნდა.

ბენტანკური თვითიზოლაციაში გადავიდა და რა თქმა უნდა, სრულ გამოჯანმრთელებამდე ვერც გუნდს დაუბრუნდბა და ვერც ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.

„იუვენტუსს“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმირებული ჰყავს და ბენტანკურის გამოკლება კიდევ უფრო დიდი დარტყმაა, რადგან ანდრეა პირლოს ბოლო მატჩებში შეცვლების გასაკეთებლად თადარიგში საკმარისი რაოდენობის ფეხბურთელები ისედაც არ ჰყავდა.

„იუვე“ უახლოეს შეხვედრას 6 მარტს, საკუთარ მოედანზე რომის „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101676