კალათბურთი

23:27 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა "ანადოლუ ეფესთან" განადგურდა, მაგრამ თორნიკე შენგელია საუკეთესო იყო

ევროლიგის 27-ე ტურში მოსკოვის ცსკა სტამბოლში „ანადოლუ ეფესს“ ესტუმრა და უშანსოდ 30-ქულიანი სხვაობით წააგო - 70:100. რუსულ გუნდს შანსი თითქმის არ მისცემია და უკვე პირველი ტაიმის შემდეგ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, რადგან დიმიტრის იტუდისის გუნდი 27 ქულით აგებდა და ბუნებრივია, მეორე ნახევარმა არაფერი შეცვალა.

ცსკა-ს ასეთი კოშმარული თამაშის მიუხედავად, თორნიკე შენგელია თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 24:16 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

სხვათა შორის, ქულების რაოდენობით შენგელია მხოლოდ „ეფესის“ სერბ ლეგიონერ ვასილი მიჩიჩს ჩამორჩა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა.

მოსკოვის ცსკა 27 ტურის თავზე 18 მოგებითა და 9 წაგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 11 მარტს, „ოლიმპია მილანოს“ შინ დაუპირისპირდება.

0.140978