ფეხბურთი

20:38 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძე: "სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ"

უნგრეთის ჩემპიონატში ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარი“ „პაკშს“ 2:0-ს უგებდა, მაგრამ ბოლოს ორი გოლი გაუშვა და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა. მასპინძელთა შორის ერთი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„უპირატესობას ვფლობდით, სამწუხაროდ კონცენტრაცია დავკარგეთ და მეტოქემ ამით ისარგებლა. 70 წუთი შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ, ბევრი საგოლე მომენტები შევქმენით, მაგრამ მხოლოდ ორი გამოვიყენეთ. იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ეს თამაში უნდა მოგვეგო. ახლა საჭიროა მუშაობა გავაგრძელოთ, რადგან კვირას კიდევ ერთი მნიშვნელოვანია მატჩია, ხოლო ერთ კვირაში უნგრეთის თასის თამაში გვაქვს. სიტუაცია აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ“, - თქვა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელს უნგრეთის ჩემპიონატში 6 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს თავის აქტივში, ხოლო 3 გოლი უნგრეთის თასზეც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123397