სხვა

18:32 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: "დინამო თბილისის" ზედიზედ მესამე წაგება ჩემპიონთა ლიგაზე

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე „დინამო თბილისი“ იტალიურ „ბრეშას“ დაუპირისპირდა და დამარცხდა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა ისევე როგორც წინა ორ ტურში, ახლაც საკმაოდ სუსტი თამაში აჩვენა და უშანსოდ წააგო.

„ბრეშამ“ „დინამოს“ ოთხივე პერიოდი მოუგო და ბუნებრივია, საბოლოო გამარჯვებაც მარტივად მოიპოვა. თბილისურმა გუნდმა მეტოქეს 6 გოლი გაუტანა, აქედან ორი მარკო იელაჩას ანგარიშზეა, თუმცა დაცვაში იტალიელთა შეჩერება შეუძლებელი გახდა - 6:14.

„დინამო თბილისი“ ჯგუფში 3 ქულით ბოლო ადგილზეა და 5 მარტს, მორიგ მატჩს „ბარსელონეტასთან“ გამართავს.

„ბრეშა“ – „დინამო თბილისი“ 14:6 (4:1, 5:3, 2:0, 3:2)

გოლები: 1:0 იოკოვიჩი, 2:0 ალესიანი, 2:1 ბითაძე, 3:1 პრეშიუტი, 4:1 ვლახოპულოსი, 5:1 გიტო, 5:2 იელაჩა, 5:3 ვაშიჩი, 6:3 კანელა, 7:3 იოკოვიჩი, 8:3 გიტო, 8:4 იელაჩა, 9:4 პრეშიუტი, 10:4 ვლახოპულოსი, 11:4 რენცუტო, 11:5 ვაპენსკი, 12:5 იოკოვიჩი, 12:6 მესხი, 13:6 დი სომა, 14:6 ნიკოლაიდისი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109499