ფეხბურთი

17:25 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი მეტოქე დიდი გუნდია თუ პატარა"

თურქული „ანკარაგიუჯუს“ ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ სტამბოლის „გალათასარაისთან“ (2:1) შესანიშნავად ითამაშა და ულამაზესი გოლით თავის გუნდს ძლიერი მეტოქის ძლევაში დაეხმარა.

ნამატჩევს საბამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „გალათასარაისთან“ ის შედეგი მიიღეს, რაც სურდათ.

„გალათასარაი“ ყოველთვის შეტევაში თამაშობს. ჩვენც ამისთვის მოვემზადეთ, ისინი დაცვაში სივრცეებს ტოვებენ, ეს ვიცოდით და მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, მთავარია საკუთარი თავის გვჯეროდეს და მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი მეტოქე დიდი გუნდი იქნება, თუ პატარა“,- თქვა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, „ანკარაგიუჯუ“ თურქეთის სუპერლიგაში 23 ქულით მე-19 ადგილზეა და ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საბა გუნდის ლიდერია და 26 მატჩში 3 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10364