ფეხბურთი

16:54 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ნინუა: "მინდა, საბერძნეთთან ვითამაშო და საქართველოს ნაკრებში გამოძახებას ველოდები"

საბერძნეთის თასის მეოთხედფინალში „ლამიასთან“ სალონიკის პაოკ-ის ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ გოლი გაიტანა და მატჩის შემდეგ მცირე კომენტარიც გააკეთა. ბერძენმა ჟურნალისტებმა მას საბერძნეთის ნაკრებთან შესაძლო დაპირისპირებაზე ჰკითხეს და ნიკამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ნაკრებში გამოიძახებენ.

„ბედნიერი ვარ თამაშით და გუნდის მომდევნო ეტაპზე გასვლით, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში? რა თქმა უნდა, ველოდები ზარს საქართველოს ნაკრებიდან და მინდა, საბერძნეთის წინააღმდეგ „ტუმბას“ სტადიონზე ვითამაშო“, - აღნიშნა ნინუამ.

შეგახსენებთ, საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ეგიდით 31 მარტს გაიმართება. თამაში სალონიკში, სტადიონ „ტუმბაზე“ შედგება, რომელიც ნინუას კლუბის, პაოკი-ის არენაა. ნიკას ეროვნულ ნაკრებში ჯერჯერობით ნათამაშები არ აქვს.

21 წლის ნიკა ნინუას სალონიკის პაოკ-ის მაისურით მიმდინარე სეზონში ყველაზე ტურნირზე 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა (1 საბერძნეთის ჩემპიონატში და 1 თასზე).

0.113549