ფეხბურთი

13:47 | 4.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერმა თავისი ფეხბურთელები შეიძლება სანაკრებო შესარჩევ მატჩებზე არ გაუშვას

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, განაცხადა, რომ შესაძლოა, თავისი ფეხბურთელები სანაკრებო შესარჩევ მატჩებზე არ გაუშვას, რომლებიც მარტის ბოლოს გაიმართება.

„სერიოზულად ამ საკითხზე ჯერ არ გვიმსჯელია, მაგრამ მგონი აზრი არ აქვს იზოლაციის გამო ფეხბურთელების 10 დღით დაკარგვა. ჩვენ ფულს ვუხდით მოთამაშეებს და როგორც ვიცი, ფიფას წესების თანახმად, უფლება გვაქვს ისინი ეროვნულ გუნდებში არ გავუშვათ. ალბათ ძნელი იქნება ფეხბურთელების იმ ქვეყნებში გაშვება, რომლებიც პანდემიის გამო „წთელ ზონებს“ განეკუთვნებიან.

მაგალითად, „ბრაიტონთან“ და „ტოტენჰემთან“ მატჩებში, რომლებიც სანაკრებო პაუზის შემდეგ გაიმართება, ბრუნუ ფერნანდეშის დიდი იმედი მაქვს. იმიტომ არ მინდა მისი გაშვება.“ - ციტირებს Goal ნორვეგიელი სპეციალისტის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ სანაკრებო პაუზა 24-დან 31 მარტამდე გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115389