ფეხბურთი

12:50 | 3.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: "ინტერი" ჩვენზე მეტად შეთამაშებულია, რადგან მეორე წელია ერთად მუშაობენ"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „სპეციასთან“ (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი ჩემპიონობისთის ბოლომდე იბრძოლებს.

„მატჩის ნელ ტემპში დაწყება უფრო ფიზიკურ დაღლილობას უკავშირდებოდა, ვიდრე ფსიქოლოგიურს. ეს ხდება, რადგან უკვე რამდენიმე თამაში ერთი და იგივე შემადგენლობით ჩავატარეთ. ვცდილობდით თამაში გვეკონტროლებინა, შემდგე კი, ახალმა მოთამაშეებმა ჩვენი თამაში უფრო სწრაფი გახადეს.

შესანიშნავი გუნდი გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ბოლო დროს შეცვლებს ვეღარ ვაკეთებ. როტაცია მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ენერგია შევინახოთ, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს. ვიმედოვნებ, მომდევნო დღეებში ტრავმირებული ფეხბურთელებიდან ვინმე მაინც დაგვიბრუნდება.

სკუდეტო? ვიცით, რომ „ინტერთან“ ჩამორჩენა ბევრია. ისინი უკვე ორი წელია ერთად თამაშობენ ამ შემადგენლობით, იციან რა უნდა გააკეთონ, ჩვენ კი მუშაობა მხოლოდ ამ სეზონში დავიწყეთ, მაგრამ ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ამ დროისთვის მესამე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ 7 ქულით ჩამორჩება.

0.121077