ფეხბურთი

10:28 | 3.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

მინიმუმ 20 გოლი 12 სეზონში: რონალდუს ახალი რეკორდი

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი დაამყარა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ ჩემპიონატებში ზედიზედ 12 სეზონის განმავლობაში მინიმუმ 20 გოლის გატანა მოახერხა.

„სპეციასთან“ შეხვედრაში პორტუგალიელმა მატჩის მიწურულს გაიტანა და ეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში მისთვის მეოცე გოლი იყო. შედეგად, უკვე მიჯრით 12 სეზონია, ახერხებს 20 გოლის გატანას.

რონალდუს სტატისტიკა ბოლო 12 სეზონში, რომელშიც ცხადია ევროთასებზე, სათასო მატჩებსა და სანაკრებო დონეზე გატანილი გოლები არ შედის, შემდეგნაირია:

2009-10: 26

2010-11: 40

2011-12: 46

2012-13: 34

2013-14: 31

2014-15: 48

2015-16: 35

2016-17: 25

2017-18: 26

2018-19: 21

2019-20: 31

2020-21: 20*

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11364