ავტოსპორტი

3:46 | 3.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რენოს მემკვიდრე - ალპინ A521

„რენოს“ ფორმულა 1-ის გუნდის მემკვიდრე „ალპინმა“, თავისი პირველი სარბოლო ავტომობილი, A521 წარმოადგინა. ამ ავტომობილით, მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო და ესტებან ოკონი იასპარეზებენ.

სხვათა შორის, „რენო“ სანამ ფორმულა 1-ში მოვიდოდა, თავის პირველ სარბოლო ავტომობილს „ალპინ რენო 500“ უწოდა. ოღონდ მსოფლიო ჩემპიონატისთვის სახელად უბრალოდ, „რენო“ შეარჩია.

ალონსოს თავისი ორი ტიტული სწორედ „რენოსთან“ ერთად აქვს მოპოვებული (2005 და 2006 წლებში). ესპანელი ონლაინ პრეზენტაციას არ დასწრებია, რადგან ორი კვირის წინ მიღებული ყბის ტრავმა ჯერაც ბოლომდე ვერ მოშუშებია.

„ალპინის“ აღმასრულებელი დირექტორი მარსინ ბუდკოვსკი იმედოვნებს, რომ გუნდი შარშანდელივით მაღალ დონეზე გააგრძელებს ასპარეზობას. „რენომ“ გასული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ახალი სეზონის წინ, გუნდებს მანქანების სრულყოფის მინიმალური შესაძლებლობა ჰქონდათ და ამიტომ, მათ შარშანდელი ფორმის შენარჩუნების შანსი აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111176