ფეხბურთი

13:26 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: „მბაპეს შეუძლია რონალდუსა და მესის დონეზე ითამშოს“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ჟურნალისტებს თავისი გუნდის ახალგაზრდა ფორვარდის, კილიან მბაპეს შესახებ გაუზიარა შთაბეჭდილება.

„კილიანს შეუძლია რონალდუსა და მესის დონეზე ითამაშოს. ერთადერთი, რაც მას არ ჰყოფნის, დროა. პროცესს არაბუნებრივად ვერ დავაჩქარებთ. ვფიქრობ, მბაპე უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთსეო ფეხბურთელია. მას დრო დასჭირდება, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს და გაითქვას სახელი.“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს Le Parisien.

0.110277