სხვა

11:17 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ “სახლის კაცად“ ვერ იქცა

ტურინის “იუვენტუსში“ მოჩაუქე კრიშტიანუ რონალდუს ჯვარდაუწერელ გულისსწორს, რეალურად კი ცოლს, ჯორჯინა როდრიგესს ჟურნალისტებთან პორტუგალიელ შემტევზე არაერთხელ უსაუბრია, თუმცა მხოლოდ გამოცემა sportweek-მა შეძლო, ყოფილი მოდელი კრიშტიანუს ნაკლოვანებებზე აელაპარაკებინა.

ჯორჯინა ამბობს, რომ რონალდუს დრო, ცოდნა და ემოცია მთლიანად ფეხბურთს მოიცავს და როდესაც მაგალითად სახლში ნათურა გაფუჭდება ან კარის საკეტი მოირყევა, კრიშტიანუს ისიც კი არ შეუძლია, რომ საამისოდ ხელოსანს არ უხმოს და თავად მოახერსოს ნათურის შეცვლა (მით უმეტეს, რომ ამ ბიჭს შესაბამისი სიმაღლე ნამდვილად აქვს).

როდრიგესმა ისიც გაამხილა, რომ კულინარიაში კრიშტიანუ რონალდუ სრულიად უვიცია და ყველაზე ელემენტარული კერძის მომზადებაც კი არ შეუძლია. არადა, გემრიელად ჭამა მობურთალს ნამეტანი უყვარს და თუკი რონალდუ დიეტაზე არაა, მუდმივად დატვირთულია მათი ოჯახის შეფ-მზარეული, რომელიც რონალდუს ტურინში პორტუგალიიდან ჰყავს ჩაყვანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145087