რაგბი

0:25 | 2.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

აბუსერიძე: "რაგბის ღირებულებად მიიჩნევა საავადმყოფოში მყოფ ადამიანზე ზეწოლა და რაღაცაზე იძულება?"
ირაკლი აბუსერიძემ ოპონენტებს მიმართა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ თავის ფეისბუქ-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. მან ოპონენტებს უპასუხა და აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბაება ის ფაქტი, თითქოს ცდილობენ ქართულ რაგბში არსებული ვითარების დესტაბილიზაციას. ასევე აბუსერიძემ იმ ვეტერან მორაგბეთა არასრული სია გამოაქვეყნა, რომლებიც სწორედ მას უჭერენ მხარს.

ირაკლი აბუსერიძის განცხადებას, უცვლელად გთავაზობთ:

"გამარჯობა ქართული რაგბის გულშემატკივარო!

გვინდა, რომ თქვენ, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ამინდში, წვიმასა თუ ქარში, ჩვენს გვერდით ხართ ტრიბუნებიდან და მე-16 მოთამაშეს წარმოადგენთ, შეცდომაში არ იყოთ შეყვანილი ვინმეს მხრიდან, რასაც ორიოდე დღის წინ კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი! სამწუხაროა, რომ ამ სიტყვის გამოყენება გვიწევს, ძალიან არ გვინდა, მაგრამ უნდა ვთქვათ - „ჩვენი ოპონენტების „ მხრიდან გავრცელდა განცხადება, რომელშიც პირდაპირი ბრალდებაა ჩვენს მიმართ, რომ თითქოს ჩვენ ვიყოთ ქართული რაგბის თემში უმცირესი ნაწილი და ჩვენ ვცდილობდეთ ქართულ რაგბში არსებული ვითარების დესტაბილიზაციას.

სრული პასუხისმგებლობით გვინდა ვთქვათ, რომ სიმართლე აბსოლუტურად საპირისპიროა და ის ჩვენს მხარეს ძევს! ამ განცხადებით, „ჩვენს ოპონენტებს“ სურდათ გულშემატკივრებისთვის ეჩვენებინათ, რომ ისინი ჩვენზე მეტნი არიან და თითქოს, ჩვენ ქართული რაგბის საზიანოდ ვმოქმედებთ! ჩვენი გულშემატკივარი ბრძენია და კიდევ ერთხელ დაინახავს, თუ ვინ არის მართალი და ვის მხარეს დგას სარაგბო სამყაროს უდიდესი ნაწილი! ერთადერთი, რასაც ჩვენ მოქმედი და ვეტერანი მორაგბეების ძალიან დიდი ნაწილი ვითხოვთ არის ის, რომ სარაგბო საქმეებში არ მოხდეს გარე ძალების ჩარევა და სარაგბო სამყაროს თავისუფალ გარემოში შეეძლოს არჩევანი გაკეთება, რაც სამწუხაროდ არ ხდება! ოპონენტების მხრიდან არაერთხელ გაისმა ჩვენდამი ბრალდება, თითქოს კლუბებზე ზეწოლის ფაქტებს ვიგონებდეთ, თუმცა 24 თებერვლის ჩაშლილი დე ფაქტო ყრილობის დაწყებამდევე, სარაგბო კლუბ "წიქარას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ წიქარიძემ დაადასტურა, რომ მათი კლუბის პრეზიდენტ თენგიზ გოცირიძეზე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში წევს, მოხდა ზეწოლა, რის გამოც ის იძულებული გახდა, რომ მინდობილობა ნიკოლოზ წიქარიძის ნაცვლად, ვინმე ნოდარ ლიპარტელიანზე გაეცა, რომელიც "წიქარასთან" არანაირ კავშირში არაა. ამ გზით აღმოჩნდა იოსებ ტყემალაძის ხმის მიმცემ კლუბთა შორის "წიქარა", კლუბის ნებისგან აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ. ეს ინფორმაცია თავად "წიქარას" პრეზიდენტმაც დაადასტურა, ბატონმა ნიკოლოზმა კი დღეს ამის შესახებ ღია წერილიც გამოაქვეყნა.

მივმართავთ ჩვენს ოპონენტებს: როდესაც სარაგბო ოჯახს და სარაგბო ღირებულებებს ახსენებთ, არ გრცხვენიათ მას შემდეგ, რაც ბატონი თენგიზ გოცირიძის და მთლიანად "წიქარას" მიმართ გააკეთეთ? რომელ რაგბის ღირებულებად მიიჩნევა საავადმყოფოში მყოფ ადამიანზე ზეწოლა და რაღაცაზე იძულება? ამ კლუბში ბავშვები იზრდებიან, დამწყები მორაგბეები და გინდათ, რომ ასეთი უღირსი საქციელები დაინახონ მათ? ეს საქციელი მხოლოდ რაგბისთვის არაა სირცხვილი, მთლიანად ქვეყნისთვისაა სირცხვილი და სამწუხაროა, როდესაც ასეთ რაღაცაზე ვიგებთ. სწორედ ეს არის ქართული რაგბის მიმართ ბინძური კამპანია!

ჩვენი გუნდის და მხარდამჭერების მიმართ ითქვა, რომ ჩვენ ვართ "უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფი". ჩვენს გუნდში არიან საქართველოს ნაკრების ლეგენდარული მორაგბეების უმრავლესობა, ლეგენდარული კაპიტნები, რომლებმაც ქართველ ერს რაგბი შეაყვარეს და არაერთ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცვეს საქართველოს ღირსება, გააცნეს მსოფლიოს ქართული რაგბი, ჰქონდათ წარმატებული საკლუბო კარიერა მაღალი დონის ფრანგულ კლუბებში და უმეტესი მათგანი, დღეს წარმატებული მწვრთნელები და მენეჯრები არიან. აქ ჩვენს გულშემატკივარს გვინდა ვკითხოთ, როგორ ფიქრობთ, ჩვენ, რომლებმაც მთელი ცხოვრება რაგბს მივუძღვენით და საქართველოს ნაკრებში, ქართული რაგბის სამსახურში არაერთი წელი გავატარეთ, ჩვენ ვართ "უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფი" თუ მშენებელი, რომელსაც არაფერი ესაქმება ქართული რაგბის წარმატებებთან, რაგბის სათავეში ყოფნისთვის არანაირი საჭირო უნარი არ გააჩნია და როგორც სარაგბო თემის უდიდესი ნაწილისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის სულ მცირე ხნის წინ აბსოლუტურად უცნობი ადამიანი იყო?

ასეთი ადამიანის რაგბის კავშირის სათავეში მოყვანისთვის იბრძვის მცირე ჯგუფი, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი თავი სარაგბო თემის უდიდეს ნაწილად წარმოაჩინოს, თუმცა ამას არ დავუშვებთ და გვსურს, რომ გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, თუ რომელ მხარეს არის უმრავლესობა და რაც მთავარია - სიმართლე! მათი ეს გარჯა ქართული რაგბის განვითარებას ნამდვილად არ ემსახურება. ემსახურება იმას, რომ ჯგუფი, რომელიც რაგბის კავშირის სათავეშია 2008 წლიდან, კვლავ იყოს მართვაში და შეინარჩუნონ ძველი პრივილეგიები! რას ვითხოვთ ჩვენ? როგორც ზემოთ ვახსენეთ, ერთადერთ რაღაცას - არ მოხდეს გარე ჩარევები და მოგვეცეს საშუალება, მშვიდ ვითარებაში გადავწყვიტოთ ქართული რაგბის მომავალი! ეს არჩევანი კი უკვე გაკეთებულია, 30 დეკემბერს რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე ავირჩიეთ, იმ არჩევნებში, რომელიც თავად ძველმა გამგეობამ ჩანიშნა, იმ გამგეობამ, რომლებიც ირაკლი აბუსერიძეს და მის გუნდს, რომელშიც არაერთი ლეგენდარული მორაგბეა, ყველანაირად ცდილობენ ხელი შეუშალონ და მათ წინააღმდეგ იმოქმედონ.

მათ ჰგონიათ, რომ ქართული რაგბი მხოლოდ მათ ეკუთვნით, თუმცა ქართული რაგბი არაა ვიწრო ჯგუფის საკუთრება და ის ყველა მორაგბეს და ქართული რაგბის გულშემატკივარს ეკუთვნის! ოპონენტებს ერთადერთ რამეში ვეთანხმებით - აუცილებელია, რომ მოხდეს ორივე მხარის გაერთიანება, ეს ქართული რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვიყავით და ეს საქმითაც დავამტკიცეთ! იმ კლუბებს, რომლებიც ჩვენ არ გვიჭერდნენ მხარს, 30 დეკემბერს, როდესაც ახალი გამგეობის არჩევა მოხდა, გამგეობაში ადგილები გამოვუყავით და გვსურდა, რომ მათთან ერთად გვეზრუნა ქართული რაგბის განვითარებაზე, ყველა ერთი მიზნის ქვეშ ვყოფილიყავით გაერთიანებულები, თუმცა სამწუხაროდ მათ ეს გზა არ აირჩიეს და დღემდე ყველანაირად ცდილობენ ჩვენს დისკრედიტაციას.

ისინი ცდილობენ, რომ საკუთარი ჯგუფის მცირე ნაწილი ქართული რაგბის თემის უმრავლესობად წარმოაჩინონ, საკუთარი ტყუილები ჩვენ გადაგვაბრალონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ბატონ იოსებ ტყემალაძეს რაგბის სათავეში არაფერი არ ესაქმება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ საკუთარ საქმეს მიხედოს, რაშიც წარმატებებსაც ვუსურვებთ, მაგრამ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რაგბის კავშირს უკვე ჰყავს არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე და ვინც 30 დეკემბერს დაფიქსირებული შედეგების წინააღმდეგ იბრძვის, მას ქართული რაგბის წინსვლის ნაცვლად, ხელის შეშლა სურს და პირადი მიზნები ამოძრავებს! ჩვენს გვერდით ქართული რაგბის თემის უდიდესი ნაწილია. წარმოგიდგენთ ვეტერან მორაგბეთა არასრულ სიას": 1 ირაკლი კიზირია 2 ავთანდილ ღიბრაძე 3 თემურ ბენდიაშვილი (ბენდო) 4 თენგიზ რუხაძე 5 გოგი ყუფარაძე 6 იუზა ნაცვლიშვილი 7 გია კარკაძე 8 ნუგზარ მალაღურაძე (მალაღურა) 9 პაატა კოღუაშვილი 10 დავით ცხვარაძე 11 მურიკო თოფურიძე 12 მამუკა ჯანაშია 13 ლევან მგელაძე 14 შოთა ხარშილაძე 15 თემურ გორგოძე 16 თამაზ სახლთხუციშვილი 17 ნოდარ კაჭარავა 18 რამაზ სანებლიძე 19 დემურ ცხვედიანი (ბაბაჯანა) 20 მალხაზ დათუნაშვილი (ჩაქუჩა) 21 ლევან ცაბაძე (ლეონსიო) 22 ზურაბ ნატყოშვილი 23 სანდრო ჩუბინიძე 24 ანზორ ხვადაგიანი 25 ლევან ხუხუნაიშვილი 26 ამირან კორსანტია 27 გოგა სიდამონიძე 28 ბექარ სირბილაძე 29 ზვიად ჯავახიშვილი 30 გიორგი ხიდაშელი 31 გიორგი გიაშვილი 32 დიმიტრი მესხიშვილი 33 ნიკოლოზ თვაური 34 გელა სირბილაძე 35 ჯაბა კეკელიძე 36 დავით ცხადაძე 37 დავით ლაბაძე 38 გიორგი ღამბაშიძე 39 ლევან შაორშაძე 40 დავით თვალთვაძე 41 ლევან თაფლაძე 42 ბექა მეკოკიშვილი 43 კახაბერ ელიზბარაშვილი 44 გია ღლონტი 45 დიმიტრი ობოლაძე 46 პაატა ნარიმანაშვილი 47 გიორგი კვანჭილაშვილი 48 პაატა ღონღაძე 49 ოთარ ჯინჭარაძე 50 გიორგი გელაშვილი 51 კახა მკერვალიშვილი 52 გოჩა წიკლაური 53 სოსო ნადირაძე 54 ზაზა ჯინჭარაძე 55 გიორგი გოგოლაძე 56 რევაზ გიგაური 57 ლევან დათუნაშვილი (ჩაქუჩა) 58 ლუკა ხაჩირიშვილი 59 ნიკოლოზ მაღალდაძე (ოსი) 60 ირაკლი ღვინჯილია (ღვინჯო) 61 დავით ჩიტიძე (ჩიტო) 62 თემურ ჩიტიძე (ჩიტო) 63 გიგა ნიშნიანიძე 64 გოგა ასათიანი (მეხანიკა) 65 გიორგი კობერიძე (კობერა) 66 ზვიად მაისურაძე (ცხოველა) 67 ილია ჩხეტია 68 ილია ზედგინიძე 69 ლევან ჯაველიძე (ჯაველა) 70 ბიჭი ობოლაძე 71 ირაკლი ხუციშვილი (ქისტი) 72 გოჩა კვაჭანტირაძე 73 თემურ ჩიხლაძე 74 სოსო მაისურაძე 75 ლევან ხორბალაძე 76 გია მუხაშავრია 77 დათო გოცაძე 78 დათა გიგინეიშვილი 79 გია მიქიაშვილი 80 ალექსანდრე მახარაშვილი 81 გოჩა სვანიძე (ბოქლომა) 82 დათო ჩავლეიშვილი (პაშა) 83 ჯემალ გეგეჩკორი 84 კახა სვანიძე 85 გეგა კეკელიძე 86 რობერტ მუტაფიანი 87 გია დვალიშვილი 88 ზურა რევაზიშვილი 89 ბადრი შვანგირაძე 90 ბესო ბერიძე 91 გიორგი ბუგიანიშვილი (ბუგი) 92 გიორგი ჟღენტი 93 ნიკა ჩიტალაძე 94 სიმონ მაისურაძე 95 ლევან ობოლაძე 96 გიორგი ქოპილაშვილი (კიჭა) 97 მიხეილ კობახიძე 98 გიორგი აბუსერიძე 99 დავით ცხვედიანი 100 გიორგი ზაბახიძე (ჯილა) 101 მამუკა ნამიჩეიშვილი (კუბო) 102 აკაკი ქოპილაშვილი 103 კახაბერ კობახიძე 104 ბექა გელაძე 105 აკაკი დუდაური 106 გიორგი გეგიძე 107 ვასო ბანდელიძე 108 ირაკლი მურვანიძე (ყვავი) 109 ვახტან ბიძიშვილი 110 გიორგი საძაგლიშვილი 111 საშკა ენუქიძე 112 ბოროს იურინი 113 ვახო მჭედლიძე 114 როლანდ ბატოიანი 115 ბესო წასიძე 116 დათო ნატროშვილი 117 გიორგი ჩაჩუა 118 ნიკა ლომაური 119 გიორგი ნებულიშვილი 120 ანდრო ზედგენიძე 121 ზაზა კეცხოველი 122 დათო კაკაბაძე (შორო) 123 ლევან ბერიშვილი 124 ზურა ბერიშვილი 125 ზაზა ხუციშვილი (ნიკორა) 126 ლაშა კაკაბაძე 127 ლევან სირაძე 128 რუბენ თავზაძე 129 გიორგი ზირაქაშვილი 130 დავით მღებრიშვილი 131 მამუკა მინდორაშვილი 132 თემურ ლობჟანიძე 133 დავით ჩივაძე 134 დათო ჩიტაძე 135 დათო ბალახაშვილი 136 ჯაბა კიზირია 137 გუჯა აბაშიძე 138 თემურ ქერდიკაშვილი 139 შალბა გოგიშვილი 140 ლევან კბილცეცხლაშვილი 141 რამაზ ლობჯანიძე 142 გიორგი შაორშაძე 143 კახა უჩავა 144 პალიკო ჯიმშელაძე 145 შოთა მაჭარაშვილი 146 მერაბ გაგნიძე 147 ჭიჭიკო კობახიძე 148 ბაჩო ჩიკვაიძე 149 ბესო სამსონიძე 150 ლევან გელაშვილი 151 პაატა რატიანი 152 ბესო საცერაძე 153 მიშა წიკლაური 154 კაცა ცინაძე 155 ზურა სამხარაძე 156 ლაშა შუბითიძე 157 ნიკა თედელური 158 გურამ თედელური 159 ვანო კერესელიძე 160 მამუკა ცხადაძე 161 ზაზა ყანჩაველი 162 გოჩა ბალახაშვილი 163 ნიკა ნატროშვილი 164 გია ენუქიძე (სენატორა) 165 ზურაბ კორკოტაძე (ტყუპი) 166 დავით კორკოტაძე (ტყუპი) 167 ირაკლი ქორიძე (ქვემეხა) 168 ლევან ნიკოლაიშვილი 169 დევი დათუნაშვილი (ჩაქუჩა) 170 ილია გოგეშვილი (დონგეშა) 171 გივი ბერიშვილი 172 შოთა ცხოვრებაშვილი (შოტკინა) 173 ირაკლი მასხარაშვილი 174 ირაკლი ფერაძე (რიჟა) 175 გურამ კავთიძე 176 რეზი ჯინჯიხაძე (კანადა) 177 ლაშა აზალაძე 178 ზურა გოგიჩაიშვილი 179 დავით გურგენაძე (გურგენა) 180 ირაკლი სვანიძე 181 ვეფხია ტუჩაშვილი 182 მორის ტუჩაშვილი 183 რატი ნუცუბიძე (ნუცუბა) 184 გიორგი კალმახელიძე (ჯორდანა) 185 გიორგი წეველიძე 186 რატი ჯოხია 187 ლევან ზაქარეიშვილი 188 დავით გასვიანი 189 გიორგი ბარბაქაძე 190 გიორგი ბუბუნაური 191 ბექა ჯავახიშვილი 192 თემურ ბებია 193 ლევან შვანგირაძე (ბუკუჩია) 194 გიორგი ოზგებაშვილი 195 ლაშა ცომაია 196 გიგი ჯოხია 197 დავით ბოლღაშვილი (ბოლღა) 198 აქვსენტი გიორგაძე (გლობუსა) 199 ირაკლი გიორგაძე (გლობუსა) 200 გოდერძი შველიძე 201 გუჯა იოვაძე 202 ზურა მაჩიტიძე 203 დიმა ბასილაია 204 ვიტო კოლელიშვილი 205 თედო ზიბზიბაძე 206 მახო ურჯუკაშვილი 207 მევლუდ მთიულიშვილი (მთიულა) 208 ვანო ნადირაძე 209 ოთარ ელოშვილი 210 ზურა მჭედლიშვილი (პანკრო) 211 სერგო გუჯარაიძე 212 შალვა სუთიაშვილი 213 დავით ხინჩიგაშვილი 214 გიორგი ჯიმშელაზე 215 არდი ტოგონიძე 216 გიორგი ელიზბარაშვილი 217 მალხაზ თოფურია 218 ტარიელ რატიანი 219 დავით სორდია 220 სანდრო ჭელიძე 221 ლაშა თავართქილაძე 222 ირაკლი გუნდიშვილი 223 გოგი კერესელიძე 224 ბესო უდესიანი 225 ფრიდონ უდესიანი 226 შოთა ცხომელიძე (შურმანა) 227 ირაკლი კილაურიძე 228 გიორგი მაისურაძე 229 ალეკო ღიბრაძე 230 ნიკოლოზ სხირტლაძე 231 დავით ჯაოშვილი 232 მამუკა ჯაოშვილი 233 არჩილ კოკოშაშვილო 234 კახა ჯმუხაძე (დეშებე) 235 ვახტანგ ჯმუხაძე 236 გიორგი შენგელაია (შენგელა) 237 გია არაყიშვილი 238 ირაკლი იაშვილი (იაშკა) 239 გოგა იაშვილი 240 ვახტანგ შენგელია (ბუხუსა) 241 თემურ ახობაძე (პლუტო) 242 შოთა მარგალიტაძე 243 მიხეილ კოდუა 244 ირაკლი სულთანიშვილი 245 ბადრი ბოხუა 246 დავით ზირაქიშვილი (ზირაქა) 247 ირაკლი მაჩხანელი 248 ალექსანდრე აბდუშელიშვილი 249 ზვიადი ლემონჯავა 250 ნიკოლოზ ძაგანია 251 გიორგი ლუაშვილი 252 ავთო ამყოლაძე 253 გიორგი ჯოხია 254 ირაკლი კეკელიძე 255 გოჩა ნადირაძე 256 მინდია ღლონტი 257 ლაშა ბაირამაშვილი 258 ბუბა სამხარაძე 259 მიხეილ მატუა 260 დავით გოგიჩაიშვილი 261 გაბო წულაძე 262 ნიკოლოზ აბაშიძე 263 გია კურატაშვილი (კურკა) 264 გიორგი ფირუზიშვილი (ფირუზა) 265 მიშა წეველიძე (წეველა) 266 რეზო ჯაფარაშვილი 267 ვახო ცქიტიშვილი (ცქიტო) 268 სანდრო ესაკია 269 კახა კოდუა 270 ზვიად კიკუაშვილი 271 ბესიკ ტეფნაძე 272 კახა მხეიძე 273 მალხაზ წულაია 274 შოთა ლაზაშვილი 275 ზურაბ დუგლაძე (დუგლასა) 276 გოგა ხელაძე 277 სანდო ჭელიძე 278 გიგა გიგაშვილი 279 მალხაზ მაცაბერიძე 280 გიგი წიკლაური 281 ბადრი ხეხელაშვილი 282 ლევანი პეტრიაშვილი 283 გურამ მირიანაშვილი 284 ნიკო ჭავჭავაძე (კუპატა) 285 ბაკურ ფირიაშვილი 286 ირაკლი გიორხელიძე 287 ალექსანდრე გუშარაშვილი (გუშარა) 288 გელა(დურუ) ხურცილავა 289 სოსო სულთანიშვილი 290 იოსებ პარწიკანაშვილი (პარტიკანა) 291 ვახტანგ ჩხეტია 292 რატი ურუშაძე 293 დავით ქემხაძე 294 გოჩა ბარძიმიშვილი 295 გიორგი ახვლედიანი 296 გიორგი გულუხია 297 სანდრო საკანდელიძე (სვერლო) 298 ვიქტორ დიდებულიძე 299 სპირიდონ ლიპარტელიანი (ტოლიკა) 300 კახა კაპანაძე 301 ნიკა მეფარიძე 302 მამუკა გიორგაძე 303 პაატა ძოწენიძე 304 გია ლომინაძე 305 ლევან გაბელაია 306 მამუკა ადამაძე 307 კოტე აბულაძე 308 დავით ცხადაია (ქნაცო) 309 დავით ბერაძე 310 თორნიკე რობაქიძე 311 ალეკო სალუქვაძე 312 ლაშა ლაბაძე 313 მიხეილ ლეკბორაშვილი 314 ბორის აბაშიძე 315 გიორგი მისრიაშვილი 316 ზვიად ესართია 317 ზურა ცუცქირიძე 318 ოთარ ნონიკაშვილი 319 ლევან მაისურაძე 320 ედიშერ ქადაგიშვილი 321 ალეკო ბრაგვაძე 322 ზაზა ჯეირანაშვილი 323 გელა ხვიჩია 324 თემურ ქომეთიანი 325 როინი მგალობლიშვილი 326 მერაბ ჩახუნაშვილი 327 დიტო წიკლაური 328 დიმიტრი ჩიტაია 329 ირაკლი მინაშვილი 330 დავით ბაქანიძე 331 გიორგი ცირეკიძე 332 თამაზ ზაქარიაძე 333 ვილი კაიფაჯიანი 334 კობა ბროძელი 335 პაატა ჩიკობაიძე 336 დავით ტოგონიძე 337 გელა ძამიაშვილი 338 დავით აბრამიშვილი 339 დავით ჩუბინიძე 340 ვარლამ თიგიშვილი 341 ვაჟა ჩხაიძე 342 ზურაბ ბაქანიძე 343 ალექსანდრე წულუკიძე 344 მიშა მოდებაძე 345 მამუკა ნამგალაძე 346 გია გობეჯიშვილი 347 ალექსანდრე კვარაცხელია (სოჩიკა) 348 ანზორი გველესიანი 349 ნოდარ ნადარეიშვილი 350 კახა კობრეიშვილი 351 თემურ დონაძე 352 ბექა აფციაური 353 ლაშა სიხარულიძე 354 აპიკ თათუროსიანი 355 ლაშა ლიქოკელი 356 თემურ ლიქოკელი 357 ბაჩო გაფრინდაშვილი 358 გიორგი ექიზაშვილი 359 გიორგი ჭელიძე 360 გიორგი კაკაბაძე (კიჭა) 361 გიორგი სოსელია 362 ოთარ მინაშვილი 363 რატი გეგეშიძე 364 ზურაბ პინაიშვილი (პინა) 365 გოჩა გობეჯიშვილი 366 გოგიტა იაკობიძე 367 გია ამირხანაშვილი (ამირხანა) 368 ირაკლი ჩხიკვაძე (ქარიშხალა) 369 კახა მაჩიტიძე (ჩიჩმია) 370 გიორგი ჩუბინიძე (კიჭი) 371 ემზარ ძაგნიძე 372 გიორგი მჟავანაძე 373 ნიკოლოზ წიქარიძე 374 არჩილ ქავთარაშვილი (სტეჩკინა) 375 მიხეილ ჩაჩუა 376 დათო საკანდელიძე 377 კახა გიუნაშვილი 378 კახა ბოკელავაძე 379 ლევან ლავერაშვილი 380 ზაალ ლეჟავა 381 ზურა კიკაჩეიშვილი 382 გიორგი მაღლაკელიძე 383 დურუ ხუჭუა 384 გურამ კიკაბიძე 385 ილია ანთაძე 386 რევაზ გოცირიძე 387 გენადი კავთიაშვილი 388 გელა ფირცხალავა 389 დავით მხეიძე 390 ლაშა გაბრიჭიძე 391 გიორგი ფერაძე 392 ხვიჩა გეგელია 393 მიხეილ კვარაცხელია 394 გოგლა ღვინიაშვილი 395 დიმიტრი ჭურღულია 396 ზვიად კობერიძე 397 ნიკა მხეიძე 398 გიორგი ტრაპაიძე 399 ალექსანდრე მამალაძე 400 ბობა კვინიხიძე

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს გამართულ რაგბის კავშირის არცევნებზე ირაკლი აბუსერიძემ ხმათა უმრავლესობით იმარჯვა, თუმცა საჯარო რეესტრმა მისი კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე არ დაარეგისტრირა. 24 თებერვალს გამართულ ყრილობას, სადაც ერთადერთი კანდიდატი სოსო ტყემალაძე გახლდათ, მან ბოიკოტი გამოუცხადა. მომდევნო ყრილობა კი 10 მარტს არის ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110922