ფეხბურთი

22:23 | 1.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსში" კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა

იტალიის მოქმედ ჩემპიონ „იუვენტუსში“ კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. კლუბმა ტესტირება „სპეციასთან“ მატჩის წინ გაიარა და პერსონალის ერთი-ერთი წევრის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ინფიცირებულის ვინაობა არ გაჟღერებულა, მაგრამ ცნობილია, რომ ის არ არის ფეხბურთელი და შესაბამისად, მატჩის გადადების საფრთხე არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 46 ქულით მესამე ადგილზეა და 2 მარტს, საკუთარ მოედანზე „სპეციას“ უმასპინძლებს.

0.141567