რაგბი

19:06 | 1.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ევროპა | ლისაბონში იტალიელები გვიმსაჯებენ, თევზაძე სოჭში მიდის

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, ბორჯღალოსნებისა და პორტუგალიის შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგდა მოემსახურება.

ლისაბონში მოედნის მსაჯი ნიეკი იქნება და მას კიდეებიდან ვედოველი და ბერტლი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო რეფერი როშინია. თამაში 6 მარტს, საქართველოს დროით 19 საათზე დაიწყება.

ამავე დღეს სოჭში რუსეთი რუმინეთს მასპინძლობს და მოედნის მსაჯი ქართველი შოთა თევზაძეა, რომელსაც კიდიდან საბა აბულაშვილი დაეხმარება. მეორე კიდის მსაჯი მოლდოველი პროკოპი იქნება, ვიდეო-რეფერი კი ასევე ქართველი თორნიკე გვირჯიშვილია.

შეგახსენებთ, 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატების ჯამის შედეგად, ორი მოწინავე გუნდი 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს, მესამე კი საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში ჩაერთვება.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114965