ფეხბურთი

16:35 | 1.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია

იტალიური „მილანის“ ბომბარდირი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია. შვედმა ფორვარდმა „რომასთან“ (2:1) შეხვედრაში კუნთი დაიზიანა.

შვედი ფორვარდის სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფეხბურთელმა მინიმუმ 10 დღე უნდა დაისვენოს და მომდევნო სამედიცინო ტესტი მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუტარდება. ზლატანი დიდი ალბათობით, მოედანზე მინიმუმ 3 კვირა ვერ გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ "როსონერის" ევროპა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტდთან" მატჩებშიც ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე სეზონში სერია A-ში 14 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117856