ფეხბურთი

15:34 | 1.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ დააპატიმრეს და "ბარსელონას" ოფისი გაჩხრიკეს

„ბარსელონას“ ოფისში პოლიცია შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა, ხოლო კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ დააპატიმრეს. ინფორმაციას ესპანურ მედია ავრცელებს.

ბართომეუსთან ერთად დააკავეს, გენერალური დირექტორი ოსკარ გრაუ და რომან გომეს პონტი, რომელიც კლუბის იურიდიულ საკითხებს აგვარებდა.

ბართომეუს დაკავების მიზეზი ე.წ Barcagate სკანდალია: ბართომეუმ და კლუბმა დაიქირავეს კომპანია, რომელიც „ბარსელონას“ კარგ, ხოლო ლიონელ მესისა და რამდენიმე ფეხბურთელის ცუდ იმიჯზე იმუშავებდა. შედეგად, სოციალურ ქსელში ბევრ ადამიანზე შეტევა განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ ხოსეპ მარია ბართომეუ „ბარსელონას“ პრეზიდენტი 2014 წლიდან 2020 წლის შემოდგომამდე იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103212