ფეხბურთი

11:04 | 1.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ბევრმა ჩამოგვწერა, მაგრამ სასურველი პოზიციებისგან შორს არ ვართ"

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში „ლივერპულმა“ „შეფილდ იუნაიტედი“ ადვილად 2:0 დაამარცხა და ხასიათი ოდნავ გამოისწორა, რადგან პრემიერლიგაში 4-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

„ბევრმა „ლივერპული“ ჩამოწერა. მიუხედავად ყველა ჩვენი პრობლემისა, სატურნირო ცხრილში სასურველი პოზიციებისგან შორს არ ვართ. პირველ ტაიმში სამჯერ შეგვეძლო გატანა და შექმნილი მომენტები ძალიან კარგი იყო. შეტევაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მომატებაც შეგვიძლია.

ნორმალურია, რომ გვაკრიტიკებენ და გვწერენ, ყველაფერი რიგზეა. ჩვენ გვინდა იმის ჩვენება, რომ ისევ „ლივერპული“ ვართ და გვინდა ეს „ჩელსისთანაც“ დავამტკიცოთ. უნდა მოვიგოთ მატჩები, ეს ვიცით, ამის გარეშე ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოვხვდებით“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ლივერპული“ პრემიერლიგაში 26 ტურის თავზე 43 ქულით მეექვსე ადგილზეა და ოთხეულს 3 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113454