ფეხბურთი

10:28 | 1.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვმა გერმანიის ნაკრებში შესაძლოა ჰუმელსი, მიულერი და ბოატენგი დააბრუნოს

გერმანიის ეროვნულ ნაკრებში შესაძლოა ტომას მიულერი, მატს ჰუმელსი და ჟერომ ბოატენგი დაბრუნდნენ. როგორც „ბუნდესნაკრების“ მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა განაცხადა, არაა გამორიცხული ორი წლის წინ მის მიერ ნაკრებიდან გაშვებული ფეხბურთელები დააბრუნოს.

ლიოვის თქმით, თუ საჭირო გახდება, ამ სცენარს აუცილებლად განიხილავს, რადგან კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ყველაფერი გართულდა და შეიცვალა.

„თუ ჩავთვლი, რომ მჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლია გუნდში ახალი ენერგიის შემოტანა, მაშინ ნაკრებში მათი დაბრუნება შესაძლებელია“, - ციტირებს გერმანული პრესა ლიოვის სიტყვებს.

შეგახსენებთ, იოაჰიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრებიდან ბოატენგი, მიულერი და ჰუმელსი 2019 წელს დაითხოვა და საჯაროდ განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში მათ გამოძახებას აღარ აპირებდა. მას შემდეგ ხსენებულ ფეხბურთელებს „ბუნდესნაკრებში“ არ უთამაშიათ.

0.120285