ფეხბურთი

12:28 | 28.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანი: "ბარსელონამ" ყველა მატჩი უნდა მოიგოს"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა „სევილიასთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

„ბარსამ“ ყველა მატჩი უნდა მოიგოს. ეს სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანია და ოთხშაბათს კიდევ ერთი მატჩი, კიდევ ერთი შესაძლებლობაა. უნდა ვცადოთ, რომ ველა ტურნირში ბრძოლა გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, გვჯერა, რომ „სევილიასთან“ თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ორბურთიან ჩამორჩენას აღმოვფხვრით.

გრიზმანი არ დამისჯია. როდესაც ანგარიში 1:0 იყო, გადავწყვიტეთ, რომ ლეოს გვერდით გრიზმანზე უფრო სწრაფი ფეხბურთელი გვჭირდებოდა. დემბელეთი სიღრმიდან უფრო უკეთ ვთამაშობთ“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში ამ დროისთვის მეორე ადგილზეა და „ატლეტიკოს“ უკვე სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ „როხიბლანკოს“ ორი მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109675