ფეხბურთი

20:25 | 26.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გულშემატკივრებმა, გამოკითხვის შედეგად კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

რომის "ლაციოსთან" მოგებულ (4:1) ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის მატჩში ლევანდოვსკიმ კარის მიმართულებით სამჯერ დააარტყა და ერთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში პოლონელმა ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა და თავი 32 გოლით და რვა საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.110966