ფეხბურთი

17:32 | 26.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

შერატონ თბილისი ეროვნული ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა

26 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, სასტუმრო შერატონი სფფ-ის პარტნიორი 2021 წლის ბოლომდე იქნება. პარტნიორობის ფარგლებში, შერატონ თბილისი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო იქნება. მემორანდუმს ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის დირექტორმა ივა ტრიფონოვამ მოაწერეს.

ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „პირველ რიგში მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ ივას და მის გუნდს, მთლიანად სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასს. დღეს უკვე ოფიციალურად, შერატონი ჩვენი პარტნიორი გახდა და ეროვნული ნაკრების მასპინძელი სწორედ ეს სასტუმრო იქნება. დარწმუნებული ვარ, როგორც მათთვის ასევე ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა. ამ ეტაპზე ჩვენი თანამშრომლობა მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა მჯერა, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ვინაიდან ვთვლი, რომ ეს თანამშრომლობა როგორც ფეხბურთის ფედერაციისთვის ასევე სასტუმრო შერატონისთვის წარმატებული იქნება.“

ივა ტრიფონოვა (თბილისი მეტეხი პალასის დირექტორი): „ჩვენთვის დიდი პატივია, გავხდეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მასპინძელი სასტუმრო. ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის ეს მეტად სასიხარულო ამბავია. იმედი მაქვს, რომ ეს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა იქნება. განახლებული „შერატონ გრანდ მეტეხი პალასი“ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სასტუმროა. ჩვენ გაგვაჩნია დიდი ჯგუფების მასპინძლობის უხვი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ უფრო წარმატებული იქნება.“

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11507