ფეხბურთი

14:01 | 26.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანმა ლებრონი გააკრიტიკა: "უმჯობესია ის საქმე აკეთო, რაშიც მაგარი ხარ"

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა. ამის მიზეზი ამერიკელი კალათბურთლის მხრიდან ხშირად პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაა.

ზლატანი ფიქრობს, რომ ყველა ადამიანმა ის საქმე უნდა აკეთოს, რაც კარგად გამოსდის და პოლიტიკური განცხადებებით იმიჯის გაფუჭება საჭირო არ არის:

„ის რასაც აკეთებს, ფენომენალურია, მაგრამ არ მომწონს, როდესაც გარკვეული სტატუსის მქონე ადამიანები პოლიტიკაზე საუბრობენ. გააკეთე ის, რაშიც მაგარი ხარ, გააკეთე ის, რასაც აკეთებ. მე ფეხბურთს ვთამაშობ, რადგან ფეხბურთში საუკეთესო ვარ. პოლიტიკაში რომ ვიყო, პოლიტიკაზე ვისუაბრებდი.

ეს არის პირველი შეცდომა, რომელსაც ცნობილი ადამიანები უშვებენ. ჩემთვის უმჯობესია თავი დაანებო ასეთ თემებს და გააკეთო ის, რაშიც მაგარი ხარ, თორემ რისკზე მიდიხარ, რომ ხალხზე კარგი შთაბეჭდილება არ დატოვო“, - თქვა ზლატანმა.

0.121025