ფეხბურთი

23:35 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

Voetbalnieuws: "მიქაუტაძე ბელგიის იუპილერ ლიგისთვის მზადაა"

ბელგიური გამოცემის Voetbalnieuws-ის ყურადღების ცენტრში „სერენის“ შემტევი ჟორჟ მიქაუტაძე მოექცა. აღნიშნულმა ვებგვერდმა პროქსიმუს ლიგიდან 11 ფეხბურთელი გამოარჩია, რომლებიც იუპილერ ლიგისთვის უკვე მზად არიან. მათ შორის, ერთ-ერთი გამოცემის ვერსიით, მიქაუტაძეა.

„პროქსიმუს ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდება დიდი ხნის განმავლობაში ჟორჟ მიქაუტაძის იყო, რომელმაც საწყის 10 მატჩში 15 გოლი გაიტანა, თუმცა პაუზა ჰქონდა დისკვალიფიკაციის გამო და მხოლოდ ერთხელ შეძლო თავის გამოჩენა. ამის მიუხედავად 20 წლის თავდამსხმელს ყოველ 80 წუთში 1 გოლი გაქვს და ეს ნამდვილად უნდა იწვევდეს ინტერესს. უცნობია გაყიდის თუ არა მას „მეცი“, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, მაგრამ შესაძლოა მისაღებ ფასად შეელიოს“,- წერს ბელგიური გამოცემა.

შეგახსენებთ, ჟორჟ მიქაუტაძე „სერენში“ იჯარით თამაშობს და პროქსიმუს ლიგის 15 შეხვედრაში 16 გოლის გატანა მოახერხა, რაც ლიგაში მეორე შედეგია. ბოლო დროს მიქაუტაძეს დისკვალიფიკაციის გამო ბევრი მატჩი გაუცდა და 2021 წელს თავი არ გამოუჩენია.

0.113348