ფეხბურთი

18:30 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ერთი მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის მატჩი „ტორინოსა“ და „სასუოლოს“ შორის გადაიდო. მიზეზი ტურინელთა გუნდში კორონავირუსი ეპიდემიაა.

„ხარების“ რიგებში 8 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა და არაა გამორიცხული რაოდენობა გაიზარდოს. ამიტომაც, Lega Calcio-მ თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, რისკის ქვეშაა "ლაციო" - "ტორინოს" მატჩის გამართვაც, რომელიც 3 მარტსაა დაგეგმილი.

„ტორინო“ – „სასუოლო“ 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, მაგრამ ახალი გადამწყვეტილებით 17 მარტს ჩატარდება.

0.146309