ფეხბურთი

12:52 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ნიუ იორკში?

ევროპული ფეხბურთის მამები ვარაუდობენ, რომ 36 გუნდიანი ჩემპიონთა ლიგა (ახლა 32-ია) მინიმუმ ცხრა წლის განმავლობაში იმუშავებს. ახალი პროექტის დაწყებას უეფა 2024 წლიდან გეგმავს.

2016 წელს, პრეზიდენტად არჩევიდან მალევე ალექსანდრ ჩეფერინმა თქვა, რომ მომავალში ჩემპიონთა ლიგის ფინალი შეიძლება ევროპაში აღარ გაიმართოს. „ვფიქრობ, მომავლისთვის ეს კარგი იდეაა. მოსალაპარაკებელია. პორტუგალიიდან აზერბაიჯანში ჩასვლა თითქმის იგივეა, ნიუ იორკში რომ გადაფრინდეთ. გულშემატკივრებისთვის ეს პრობლემა არ უნდა იყოს.“ - ამბობდა სლოვენიელი ჩინოვნიკი.

ლიგის წლევანდელი ფინალი სტამბოლში გაიმართება, შემდეგი სანკტ-პეტრბურგში, მერე მიუნხენში და 2024 წელს ლონდონში „უემბლიზე.“ ამით ჩემპიონთა ლიგის არსებული ფორმატი დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111091