ფეხბურთი

12:20 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ მეკარის მამა გარდაცვლილი იპოვნეს

„ლივერპულის“ მეკარის, ალისონ ბეკერის ოჯახში ტრაგედია მოხდა - წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი კარლოს ლასერდა.

წინა დღეს ფეხბურთელის მამა ჟოზე, თავისი მიწების ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილზე გაემართა და დაიკარგა. ოჯახმა მაშველები გამოიძახა, მაგრამ დაუღამდათ და ძებნა მეორე დღისთვის გადადეს. დილით უფროსი ბეკერი გარდაცვლილი იპოვნეს. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ალისონის გარდა, ჟოზეს კიდევ ერთი ფეხბურთელი შვილი ჰყავს - 34 წლის მურიელი. ისიც მეკარეა და ბრაზილიური „ფლუმინენსეს“ ღირსებას იცავს.

28 წლის ალისონი კი „ლივერპულში“ 2018 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112518