კალათბურთი

10:14 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 11-მა ქულამ "სეტონ ჰოლი" მარცხისგან ვერ იხსნა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“, რომელიც სტუმრად „ბატლერს“ დაუპირისპირდა და ზედიზედ მეორე მატჩში 61:52 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მას თანაგუნდელთაგან მხოლოდ ჯარედ როდენმა აჯობა, რომელმაც 14 ქულასთან ერთად 4 მოხსნა მიითვალა.

ყველაზე მეტი ქულა კი „ბატლერის“ კალათბურთელმა ჯერ ბოლდენმა ჩააგდო. მან 35 წუთში 16 ქულა და 6 მოხსნა შეასრულა.

„სეტონ ჰოლს“ Big East-ის კონფერენციაში 10 გამარჯვების წილ 7 მარცხი აქვს, ხოლო სეზონში 13 მოგება და 10 წაგება დაუგროვდა. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 მარტს „კონეკტიკუტ ხასკის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129525