თამაშგარე

11:50 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელი სპორტსმენები ბიკინის ჩაცმას ითხოვენ

კარლა ბორგერი და იულია ზუდე გერმანელი პლაჟის ფრენბურთელები არიან, რომლებმაც ამ რამდენიმე დღის წინ ყატარში გასამართ მსოფლიო ტურში მონაწილეობაზე ოფიციალურად განაცხადეს უარი და ისიც თქვეს, რომ ამ ტურნირში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთვებიან თუკი ყატარელები მათ პირობებს დათანხმდებიან.

საქმე იმაშია, რომ როგორც იცით ყატარი ისლამისტური ქვეყანაა და იქაური მკაცრი რელიგიური შეზღუდვებიდან გამომდინარე, პლაჟის ფრენბურთელ ქალებს ტურნირებზე ბიკინით გამოსვლა ეკრძალებათ, რაც თავისუფლებაში შობილ და აღზრდილ კარლას და იულიას არამხოლოდ მათთვის, არამედ ზოგადად ქალთა სქესისთვის დამამცირებლად მიაჩნიათ.

გერმანელი სპორტსმენები ამბობენ, რომ მიმდინარე წლის მარტში ჩასატარებელ ტურნირში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას, თუკი პურიტანი ყატარელები გამონაკლისს დაუშვებენ და არამხოლოდ მათ, არამედ ყველა მონაწილეს მიცემენ ნებას საცქერლად ესოდენ საამო ბიკინები ამოიტკუცონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127121