ჩოგბურთი

2:23 | 25.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტრავმირებული ბარტი ყატარის ტურნირს გამოტოვებს

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ გადაწყვიტა, რომ ყატარის ღია პირველობაზე არ ითამაშოს. ამის მიზეზი მარცხენა ბარძაყის ტრავმაა, რომელმაც ადელაიდას საერთაშორისო ტურნირის მეორე წრეში, ამერიკელ დანიელე კოლინზთან შეხვედრაში მისი მარცხი (6-3 6-4) გამოიწვია.

24 წლის ავსტრალიელს ეს ტრავმა ჯერ კიდევ ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშისას აწუხებდა, რომელსაც მეოთხედფინალში გამოეთიშა. ბარტის მსგავსად, დოჰას ტურნირზე გამოსვლისგან თავი მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა და კანადელმა ბიანკა ანდრეესკუმაც შეიკავეს.

„სამწუხაროდ,, ყატარის ღია პირველობაზე გამოსვლას ვერ შევძლებ. იმედი მაქვს, ტურნირი უსაფრთხო და წარმატებული იქნება და მას მომავალ სეზონში დავუბრუნდები. იმის იმედი მაქვს, რომ რამდენიმე კვირაში მაიამის ტურნირზე გამოსვლას მაინც შევძლებ“, - განაცხადა ბარტიმ, ვინც თითქმის მთელი გასული სეზონი, კორონავირუსის გამო გამოტოვა.

თუ ასე გაგრძელდა, ავსტრალიელს პირველი ჩოგნის სტატუსის დაკარგვა მოელის, რადგან რეიტინგში მას იაპონელი ნაომი ოსაკა ეწევა, რომელმაც ახლახანს ავსტრალიის ღია პირველობა მეორედ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145237