ფეხბურთი

13:50 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "გუნდური ძალისხმევით ფანტასტიკურ შედეგს მივაღწიეთ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ სტუმრად გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტი თავისი გუნდის თამაშით ძალზე კმაყფილი იყო და აღნიშნა, რომ ფანტასტიკურ შედეგს მიაღწიეს.

„ფანტასტიკური გოლი და ფანტასტიკური შედეგი. დამსახურებულად მოვიგეთ. გვინდოდა მოწინააღმდეგის ნახევარზე დომინირება, მეტოქისთვის კონცენტრაციის დაკარგვა, შეცდომების დაშვების იძულება და სწრაფი კონტრშეტევების საფრთხის გათვალისწინებს. ეს იყო ძალიან დისციპლინირებული პერფორმანსი და მშრალი ანგარიშით დამსახურებულად ვიმარჯვეთ. შრომა და გუნდური ძალისხმევა გახდა გამარჯვების საფუძველი.

ვიცოდით, რომ ისინი მზად იყვნენ თავიანთ საჯარიმოში 8 ფეხბურთელით დამდგარიყვნენ, მათ სუნთქვის და კონტრშეტევების შესაძლებლობა არ მივეცით. ეს შედეგი დიდი ჯილდოა. „ატლეტიკოს“ მსგავსი დაცვითი გუნდის გახსნა ყველაზე დიდი გამოწვევაა“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, ლონდონის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სტუმრად 2014 წლის შემდეგ პირველად მოიგო, ხოლო მეორეს მხრივ „ატლეტიკომ“ პლეი-ოფის სტადიაზე დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით შინ პირველად წააგო. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ „ატლეტიკო“ მასპინძელი ფორმალურად იყო და თამაში რუმინეთში გაიმართა. მაგრამ, ნათელია, რომ სტატისტიკა „როხიბლნაკოს“ გაუფუჭდა და ეს შედეგი ისტორიას საშინაო წაგებად შემორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.185227