ფეხბურთი

20:48 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკო როზე: "თამამად უნდა ვითამაშოთ, ჩემს გუნდს ამის უნარი აქვს"

გერმანული „გლადბახის“ მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს შესწევს უნარი, რომ ძლიერ მეტოქესთან კარგად ითამაშოს.

„აღფრთოვანებული ვარ, რომ ჩემი ახალგაზრდა ფეხბურთელები ასეთ მატჩში ითამაშებენ. იმედი მაქვს, რომ ისინი დღეს დასაძინებლად დაწვებიან, გაიხსენებენ იმას, თუ რას გრძნობდნენ, როდესაც მადრდიში პლეი-ოფის საგზური მოვიპოვეთ. თამამად უნდა ვითამაშოთ და თავი კარგად დავიცვათ. მე მყავს გუნდი, რომელსაც ამის უნარი აქვს“, - თქვა როზემ.

შეგახსენებთ, რომ „გლადბახისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113778