ფეხბურთი

20:16 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "გლადბახის" ფეხბურთელებმა კარგად იციან რა უნდა გააკეთონ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „გლადბახთან“ მატჩის წინ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „გლადბახი“ ძალიან კარგი გუნდია, რომელმაც ზუსტად იცის მოედანზე რა უნდა გააკეთოს.

„გლადბახი“ შეტევას მოკლე პასებით ძალიან კარგად იწყებს, სწრაფად გადადის შეტევაში და შემტევი ფეხბურთელებიც სწრაფად მოქმედებენ. მათ ჰყავთ მოთამაშეები, რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ, სხვას არაფერს ველოდები. გერმანული გუნდები ყოველთვის სახიფათონი არიან“, - აღნიშნა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „გლადბახისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123556