ფეხბურთი

18:28 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი: "ყველაფერს ორი მატჩი გადაწყვეტს, მაგრამ პირველი თამაშის მოგება კარგი იქნება"

ბერგამოს „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ყველაფერი ორი მატჩის შედეგად გაირკვევა, მაგრამ პირველი თამაშის მოგება მნიშვნელოვანი იქნება.

„კვალიფიკაციის საკითხი ორი მატჩის ჯამში გადაწყდება, მაგრამ აშკარაა, იდეალური შედეგი გამარჯვება იქნება. ჩვენ აქამდე არასდროს შევხვდერილვართ, შესაბამისად, მხოლოდ მოედანზე გავიგებთ, როგორია „რეალის“ წინააღმდეგ თამაში, როგორი ძალა აქვს ამ გუნდს. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, რომელსაც ჩვენზე მეტი შემოსავალი და წოდება აქვს, მაგრამ ჩვენ ასეთ მატჩებში ყოველთვის ენთუზიაზმით ვთამაშობდით“, - თქვა გასპერინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტასა“ და „რეალის“ მატჩი 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.112621