ფეხბურთი

15:56 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიოს დაბრუნება ყოვნდება

„ბარსელონას“ ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს გამოჯანმრთელება არასწორად დაგეგმილი აღდგენითი პროცესის გამო ჭიანურდება - წერს AS.

წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელს მუხლი ისევ გაუსივდა და ჯერჯერობით ვარჯიშები შეწყვიტა. ელოდნენ, რომ ექს-ლივერპულელი 11 აპრილს, „რეალთან“ მატჩისთვის დაბრუნდებოდა, თუმცა, ჩანს, ასე არ მოხდება.

კოუტინიომ მუხლის ტრავმა შარშან დეკემბერში მიიღო. გასულ იანვარს მას მენისკის ოპერაცია გაუკეთეს. აღდგენის ვადად სამი თვე დაუთქვეს. ანუ, წესით, აპრილში უნდა დაბრუნებოდა მინდორს. თუმცა, შეიძლება სარეაბილიტაციო პერიოდი გაუხანგრძლივდეს.

0.117359