ფეხბურთი

15:20 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ფიორენტინა“ სარის სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს

„იუვენტუსის.“ „ჩელსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, მაურიციო სარის, შანსი გაუჩნდა „ფიორენტინას“ დამრიგებელი გახდეს.

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს უკვე დაუკავშირდნენ „ფიორენტინას“ წარმომადგენლები და სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. სარის სეზონის ბოლომდე შეუძლია იფიქროს. ამავდროულად მოლაპარაკებები გრძელდება.

ამჟამად „ფიორენტინას“ ჩეზარე პრანდელი წვრთნის.

23 ტურის შემდეგ, სერია А-ს ცხრილში „ფიორენტინა“ 25 ქულით მე-14 ადგილზეა.

0.13784