ფეხბურთი

11:49 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსი“ მზადაა ზიულე 30 მილიონად იყიდოს

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა, ნიკლას ზიულემ, კარიერა შესაძლოა ინგლისში გააგრძელოს - გვამცნობს Fichajes.

წყაროს ინფორმაციით, 25 წლის გერმანელით „ჩელსი“ დაინტერესდა და მზადაა მასში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. ლონდონელებს უკვე დაუწყიათ ბავარიულ კლუბთან მოლაპარაკებები.

მიმდინარე სეზონში ზიულემ „ბაიერნის“ მაისურით 25 მატჩი გამართა და ორი გოლი გაიტანა. მოგეხსენებათ, „ჩელსის“ გერმანელი სპეციალისტი, ტომას ტუხელი წვრთნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120358