ფეხბურთი

0:22 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისში 17 მაისიდან სტადიონზე გულშემატკივრებს დაუშვებენ

ინგლისში გულშემატკივრები სტადიონზე 17 მაისიდან დაბრუნდებიან. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

როგორც მან პირდაპირ ეთერში აღნიშნა, თავდაპირველად სტადიონზე შეზღუდული რაოდენობა, კერძოდ 4 000 მაყურებელი დაიშვება.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტური 23 მაისს გაიმართება და დიდი შანსია, ცარიელი ტრიბუნების ფონზე აღარ ჩატარდეს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ზაფხულში ლონდონში ევროპის ჩემპიონატის მატჩები უნდა გაიმართოს და არაა გამორიცხული ფანებს თამაშებზე დასწრების უფლება ამ შემთხვევაშიც მისცენ.

0.102632