სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:50 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინული მედია: გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

პოლტავას „ვორსკლას“ ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინელმა ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გაავრცელა.

„არც ისე კარგი ამბავია უკრაინული ფეხბურთისთვის. გიორგი წიტაიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქეობის მიღება და საქართველოს ნაკრებში თამაში. ეს არის ფეხბურთელის პოზიცია. რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილის ბაბუა გარდაიცვალა, რომელიც მას ძალიან უყვარდა. როდესაც ის ბაბუის დაკრძალვაზე მივიდა, ახლობლებმა უთხრეს, რომ ბაბუას სურვილი იყო მას საქართველოს ნაკრებში ეთამაშა. ახლა გიორგი ემზადება საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ“, - აღნიშნა ციგანიკმა.

ამ საკითხზე უკრაინულ მედიასთან კომენტარი თვითონ 20 წლის შემტევმაც გააკეთა, რომელმაც არ დაადასტურა, მაგრამ არც უარყო გავრცელებული ინფორმაცია:

„ჯერჯერობით არ შემიძლია და არც მაქვს უფლება ამ თემაზე კომენტარი გავაკეთო. როდესაც კონკრეტიკა იქნება, მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება. ახლა ფოკუსირებული ვარ „ვორსკლაში“ თამაშზე. თავს შესანიშნავად ვგრძნობ ამ გუნდში. გუნდმა და მთავარმა მწვრთნელმა კარგად მიმიღეს. ახლა სტაბილურობის მიღწევა მსურს და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მაქვს. მინდა საკუთარი შესაძლებლობები დავამტკიცო და კიევის „დინამოში“ დავბრუნდე. ვფიქრობ, „ვორსკლას“ შეუძლია ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლა. ახლა ყველაზე დიდი პრობლემა ამინდი და მინდვრებია. ისეთ მოედნებზე ვთამაშობთ, რომელიც აშკარად არ არის მზად სეზონისთვის. ეს ხელს უშლის ფეხბურთელებს თავისი უნარების 100%-ით წარმოჩენაში. ტრავმის რისკი გაზრდილია, განსაკუთრებით ეროვნული ნაკრების მოთამაშეებისთვის“, - თქვა წიტაიშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი წიტაიშვილი ისრაელში დაიბადა, მაგრამ კიევის „დინამოს“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდშიც აქვს ნათამაშები, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყიში კიეველებმა სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით პოლტავას „ვორსკლაში“ გაანათხოვრეს.

გიორგის უკრაინის 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია, ხოლო 2019 წელს უკრაინის 20-წლამდე ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.136239
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X