ფეხბურთი

22:42 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა რომის „ლაციოსთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია და ფეხბურთელებიც განსაკუთრებულად ემზადებიან.

„ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისა და გამარჯვებისთვის ფორმაში ყოფნაა საჭირო. ეს განსაკუთრებული მატჩებია და ფეხბურთელებსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს იდეები და გეგმა, რომლის თამაშში განხორციელებას ვაპირებთ, ვეცდებით პირველივე წუთიდან ვაჩვენოთ. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მივაღწევთ“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ რომის „ლაციო“ მიუნხენის „ბაიერნს“ 23 თებერვალს უმასპინძლებს, მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115536