ფეხბურთი

21:28 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ატლეტიკოსთან" დიდი ტესტი გვექნება"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტი რთულ მატჩს ელოდება და როგორც განაცხადა, ეს მისი გუნდისთვის განსაკუთრებული გამოცდა იქნება.

„დიდი ტესტი გვექნება. „ატლეტიკო“ არის გუნდი, რომელსაც ამ ეტაპზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენთ. „ატლეტიკოსთან“ დუელი ნიშნავს, რომ ნამდვილი ბრძოლა, გამოცდილი და ძლიერი მენტალიტეტის გუნდის წინაშე ითამაშებ.

როდესაც პსჟ-ში ვიყავი, გვქონდა შესაძლებლობა ლუის სუარესი გაგვეფორმებინა. ის აპირებდა „ბარსელონას“ დატოვებდა და ჩვენ დაინტერესებული ვიყავით კონტრაქტის გაფორმებით. ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. მან ესპანეთში დარჩენა არჩია და „ატლეტიკოში“ გადავიდა, სადაც კვლავ ამტკიცებს თავის კლასს“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „ჩელსის“ მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. შეხვედრა მადრიდის ნაცვლად კოვიდრეგულაციების გამო ბუქარესტში, ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება.

0.142397