ფეხბურთი

16:19 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" "ბარსელონას" დასცინა: "რჩევისთვის შეგიძლიათ პირადში მოგვწეროთ"

„ბარსელონა“ „მონაკოს“ დასაცინიც გახდა. საქმე ისაა, რომ „თავადებმა“ ლიგა 1-ის 26-ე ტურში „პარი სენ ჟერმენი“ სტუმრად 2:0 დაამარცხეს და მიმდინარე სეზონში ორივე თამაში მოუგეს (პირველ წრეში 3:2).

ეს ამბავი კი საინტერესო ამბის ინსიპირაცია გახდა. „მონაკომ“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც „ბარსა“ არის ნახსენები:

„ორჯერ დავამარცხეთ „პარი სენ ჟერმენი“. „ბარსელონა“, თუ რჩევა გჭირდებათ, პირადში მოგვწერეთ“, - წერს „მონაკოს“ ტვიტერი.

მოგეხსენებათ, „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთი კვირის წინ პსჟ-სთან შინ 1:4 უშანსოდ წააგო და „მონაკოშიც“ ეს იგულისხმეს. სხვათა შორის, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ლიგა 1-ში ნამდვილად ვერ ბრწყინავს და 26 ტურის თავზე 54 ქულით მხოლოდ მესამე ადგილზეა, „ლილსა“ და „ლიონს“ ჩამორჩება. აი, „მონაკო“ კვალში უდგას და ოდენ ორი ქულით სჯაბნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111612