ფეხბურთი

11:31 | 22.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "ერთი წლის წინ რომ ეთქვათ, მეორე ადგილზე ვიქნებოდით, ყველა ვიზეიმებდით"

იტალიური „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ინტერთან“ მილანურ დერბიში მარცხის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მის გუნდში სეზონში ყველაზე ცუდი კვირა ჰქონდა.

„პირველმა გოლმა ჩვენზე დიდ დარტყმა მოახდინა. პირველ ტაიმში ინტენსივობა გვაკლდა, უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მეორე ნახევარში გოლი დავიმსახურეთ. იბრაჰიმოვიჩი? ფორვარდი დამოკიდებულია გუნდის თამაშზე, მან შეცვლა ითხოვა, რადგან ფეხში ტკივილი ჰქონდა.

ჩვენ ჩვენი თავის უნდა გვწამდეს, მაგრამ ობიექტურები უნდა ვიყოთ: ერთი წლის ან თუნდაც სამი თვის წინ რომ ეთქვათ, ამ დროისთვის მეორე ადგილზე ვიქნებოდით, ვიზეიმებდით. ამავე დროს უკმაყოფილები ვართ, რადგან ეს დერბი იყო და „მილანს“ მეტი სურდა, მაგრამ ჩვენს გზას უნდა დავუბრუნდეთ. რთული კვირა იყო, სეზონში ყველაზე ცუდი. ახლა ევროპა ლიგაზე ვიფიქრებთ და სერია A-ზე კონცენტრაციას შემდეგ მოვახდეთ“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ 49 ქულით მეორე ადგილზეა. „როსონერიმ“ მიმდინარე სეზონში პირველად წააგო ზედიზედ ორი თამაში (წინა ტურში „სპეციასთან“ 0:2) და ლიდერ „ინტერს“, რომელსაც ორი ტურის წინ 2 ქულით უსწრებდა, ახლა 4 ქულით ჩამორჩება.

0.112876