ფეხბურთი

12:55 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "გულშემატკივრებს კარგი საჩუქარი გავუკეთეთ"

„ევერტონმა“ „ლივერპულს“ დერბი „ენფილდ როუდზე“ 1999 წლის შემდეგ პირველად მოუგო. ცხადია, ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ (2:0) კარლო ანჩელოტი ძალიან კმაყოფილი იყო და განაცხადა, რომ „ევერტონის“ ფანებისთვის ეს კარგი საჩუქარი გახლდათ.

„ბედნიერი და ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი ხნის შემდეგ „ენფილდზე“ გამარჯვება ჩვენი გულშემატკივრებისთვის კარგი საჩუქარია. კარგი თამაში იყო, კონცენტრირებულები ვიყავით, საქმეც კარგად შევასრულეთ და როცა მომენტები გვქონდა, კარგად გამოვიყენეთ. „ენფილდზე“ როცა თამაშობ, თავი უნდა დაიცვა და ჩვენ ეს სწორად გავაკეთეთ.

დერბი განსაკუთრებული თამაშია, მაგრამ საშინაო მატჩებიც უნდა მოვიგოთ. სახლში კარგად ვერ ვთამაშობთ და უფრო მეტი სტაბილურობა უნდა გვქონდეს, ამაზე ვმუშაობთ. ვიბრძვით ევროტურნირებზე გასასვლელად და ახლა კარგ მდგომარეობაში ვართ. მსგავსი თამაშები გუნდში რწმენის განმტკიცებას ხელს უწყობს“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, „ევერტონს“ 40 ქულა აქვს და მეექვსე ადგილს „ლივერპულთან“ ერთად იყოფს, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114341