ძიუდო

11:06 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაური: "ვეცდები, მომავალში უფრო მეტი მედალი და საქართველოს ჰიმნი გაჩუქოთ"

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა თელ-ავივის გრან სლემზე ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, მომავალში უფრო მეტი მედლის მოგებას და გულშემატკივრების გულების გახარებას ეცდება.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ქართველ გულშემატკივარს, ჩემს ოჯახს, ჩემს გუდამაყარს, მთელ მთიულეთს. ორჯერ ავაჟღერეთ საქართველოს ჰიმნი, მთლიანობაში ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ჰიმნის გაჟღერების ერთ-ერთი მიზეზი მე ვარ, რაც პატროიტი ადამიანისთვის ყველაზე მაგარია. მომავალში ვეცდები, რომ თქვენი გულები კიდევ გავახარო და ბევრი ჰიმნი და მედლები გაჩუქოთ“, - თქვა ბექაურმა.

მოგეხსენებათ, რომ ლაშამ თელ-ავივში 5 შეხვედრა მოიგო და ფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე, წონის პირველი ნომერი ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის თელ-ავივის გრან სლემი ძალზე წარმატებული გამოდგა და ჯამში 8 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო! ლაშა ბექაურმა (90 კგ) და გელა ზააილიშვილმა (+100) ოქროს მედლები დაისაკუთრეს, თემურ ნოზაძემ (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის გრან სლემების ისტორიაში 8 მედალი სარეკორდო შედეგია და ბუნებრივია, გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102309