ფეხბურთი

23:25 | 20.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ პრემიერლიგაში შინ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა

„ენფილდზე,“ პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩში, „ლივერპულმა“ თანაქალაქელ „ევერტონს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

მე-3 წუთზე ანგარიში ბრაზილიელმა რიშარლისონმა გახსნა, 81-ზე კი ისლანდიელმა გილფი სიგურდსონმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით მეორედ აიღო მასპინძელთა კარი.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპის გუნდმა ინგლისის ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე საშინაო შეხვედრა წააგო. ასეთი რამ თურმე 1923 წლის შემდეგ აღარ მომხდარა.

ახლა „ლივერპულმა“ 25 მატჩში 40 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-6 ადგილზე დგას, ამდენივე ქულა აქვს „ევერტონსაც.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117996