სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ძიუდო

21:35 | 20.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გელა ზაალიშვილის ტრიუმფი რუს მეტოქესთან და 8 მედლით დასრულებული გრან სლემი! (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ძიუდოში თელ-ავივის გრან სლემი დასრულდა და ბოლო საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის ფანტასტიკურად შედეგიანი გამოდგა. ტატამზე 6 ჩვენებური გავიდა და ხუთმა მედალი მოიპოვა, ერთი ძიუდოისტიც უმედლოდ იმიტომ დარჩა, რომ ბრინჯაოსთვის ქართველი მეტოქე ჰყავდა. 2 ოქრო და 3 ბრინჯაო - ეს არის ბოლო დღის მონაგარი, მთლიანობაში კი 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო.

+100 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ასპარეზობდა და ორივემ შეძლო მედლის მოპოვება - გელა ზაალიშვილმა და გურამ თუშიშვილმა. ზაალიშვილმა საერთოდაც ოქროს მედლის დასაკუთრება შეძლო! პირველ წრეში მან უნგრელი რიჩარდ სიპოში დაამარცხა, შემდეგ მასპინძელ სერაფიმ კომპანიეშს აჯობა, ხოლო მესამე შეხვედრა ნიდერლანდელ როი მეიერს მოუგო. ნახევარფინალში ქართული დაპირისპირება შედგა და გელამ გურამ თუშიშვილის დამარცხება მოახერხა, რის შედეგადაც თავად ფინალში გავიდა, ხოლო გურამმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა. ფინალში ზაალიშვილი რუს თამერლან ბაშაევს დაუპირისპირდა, ბრწყინვალე სტილში იპონით დაამარცხა და ფანტასტიკური გამარჯვება იზეიმა. ამრიგად, თელ-ავივის გრან სლემი საქართველოს ჰიმნით დაიხურა.

თუშიშვილმა ნახევარფინალში წაგებამდე სლოვენიელი ვიტო ფრაგიჩი და უნგრელი თემურ რახიმოვი დაამარცხა. ზაალიშვილთან წაგების შემდეგ კი გურამი ბრინჯაოს მედლისთვის ბელარუს ალიაქსანდრ ვახავიაკს დაუპირისპირდა და ძალიან ადვილად, იპონით დაამარცხა, შესაბამისად, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მანამდე, 90 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გავიდა ტატამზე - ბექა ღვინიაშვილი და ლაშა ბექაური. როგორც მძიმე წონაში, ისე ამ კატეგორიაშიც ორივე ჩვენებურმა მოახერხა მედლის მოპოვება - ბექაურმა ოქროს მედალი მოიგო, ღვინიაშვილმა ბრინჯაო. ლაშა ბექაური პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ კი მასპინძელ ბენ ტენენბაუმს მოუგო, მერე გერმანელი ტიმ შმიდტი დაამარცხა, მესამე შეხვედრაში იტალიელი ნიკოლას მუნგაის ბარიერი დაძლია, ნახევარფინალში კი სლოვაკი მილან რანდლისაც მოუგო. ფინალში ბექაური ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველ ძუდოისტ, ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირისპირდა, რომელსაც რამდენიმე წამში ვაზარი აართვა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, შედეგად, ოქროს მედალს დაეუფლა, რომელიც საქართველოსთვის თელ-ავივში პირველი გამოდგა.

ღვინიაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მეორე წრეში ყირგიზ ერლან შეროვს მოუგი, რასაც ბრიტანელ მაქს სტიუარტთან გამარჯვება მოჰყვა. მესამე შეხვედრა ქართველმა სლოვაკ მილან რანდლთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც იტალიელ ნიკოლას მუნგაის სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ მამადლი მეჰდიევს დაუპირისპირდა, რომელსაც შანსი არ დაუტოვა და ძალიან სწრაფად იპონით აჯობა, შედეგად ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე და ილია სულამანიძე ასპარეზობდნენ. სანებლიძე ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის სწორედ სანებლიძესთან მოუწია ბრძოლა. ონისემ ჯერ სერბი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხა, მერე აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს აჯობა და მესამე შეხვედრაში ისევ აზერბაიჯანელ მეტოქეს, ამჯერად ზელიმ კოცოიევს სძლია, ნახევარფინალში კი ონისე ებრაელ პეტერ პალტჩიკთან მარცხი განიცადა. რაც შეეხება ილია სულამანიძეს, მან გრან სლემი ბულგარელი დანიელ დიჩიევის ძლევით დაიწყო, რასაც სერბ ბოიან დოსენთან გამარჯვება მოჰყვა, ხოლო შემდეგ ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ბელარუსი მიკიტა სვირდი დაამარცხა და ასე მოიპოვა ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება. ქართველების დაპირისპირება სულამანიძის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც სანებლიძეს იპონით აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ამრიგად, საქართველოსთვის თელ-ავივის გრან სლემი ძალზე წარმატებული გამოდგა და ჯამში 8 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო! ლაშა ბექაურმა (90 კგ) და გელა ზააილიშვილმა (+100) ოქროს მედლები დაისაკუთრეს, თემურ ნოზაძემ (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის გრან სლემების ისტორიაში 8 მედალი სარეკორდო შედეგია და ბუნებრივია, გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111482
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X