ფეხბურთი

20:45 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა "ვალიადოლიდთან" ვერ ითამაშებს

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ლა ლიგის მორიგ ტურში "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ თამაშს ვერ ჩაატარებს. როგორც "სამეფო კლუბის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზიდანს მცირე ტრავმა აქვს, დისკომფორტს განიცდიდა და ვარჯიში ვერ შეძლო.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ბენზემა მომავალ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება, თუმცა Cadena COPE ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფრანგმა 24 თებერვალს შესაძლოა "ატალანტასთანაც" ვერ ითამაშოს. აღნიშნულის შესახებ ზიდანს პრესკონფერენციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მიმდინარე სეზონში ქარიმმა 28 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. ასევე, ფრანგმა ხუთი საგლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116451