ფეხბურთი

18:40 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელია

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. უეფას ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში ფრანგმა შემტევმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

მბაპეს გარდა საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“), ერლინგ ჰოლანდი („დორტმუნდი“) და სერჟიუ ოლივეირა („პორტუ“) იბრძოდნენ.

მბაპემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონასთან“ საოცარი თამაში ჩაატარა და „კამპ ნოუზე“ თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ჰეთ-თრიქით შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112821